|
2026-02-02 18:21:33, 685 ნახვა
პოლიტიკა
ირანში რეჟიმმა ფილმ უბრალო შემთხვევის სცენარისტი დააკავა
აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმმა ფილმ "უბრალო შემთხვევის" ოსკარზე ნომინირებული ერთ-ერთი სცენარისტი, მეჰდი მაჰმუდიანი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე თეირანში დააკავა. კოლეგების თქმით, მეჰდი მაჰმუდიანი შაბათს დააკავეს, თუმცა, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ დეტალები ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მაჰმუდიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან და კიდევ 16-მა პირმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ხამენეისა და დემონსტრანტების მიმართ რეჟიმის ძალადობრივ რეპრესიებს გმობდნენ. ირანელი სცენარისტის გარდა რეჟიმმა განცხადების კიდევ ორი ხელმომწერი დააკავა. ცნობისთვის, “უბრალო შემთხვევა” საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიებში ოსკარზეა ნომინირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)