23:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 12:42:23, 393 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომელიც ფასების რეგულირებაზე კომისიის შექმნას გულსხმობს

პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

“სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია“ – ასე ერქმევა კომისიას, რომლის შექმნის გადაწყვეტილებას პარლამენტი 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიაში თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, 3 და 4 თებერვალი დროებითი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა. კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.

დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics