18:07 - 07 Jun, 2026
|
2026-01-30 17:38:16, 542 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი ისრაელის ერთ-ერთ პორტში შევიდა
აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი ისრაელში, ეილათის პორტში შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემაYnet-ის ცნობით, გამანადგურებლის ჩასვლა აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი. გასულ კვირაში, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ამასთან, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი გასულ კვირაში ისრაელში ჩავიდა. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ მოკავშირეს შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)