|
2026-01-30 17:18:41, 388 ნახვა
ირანის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ირანი აშშ-სთან სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა
ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სტამბოლში თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა აბას არაღჩის თქმით, საკითხი არ უნდა შეეხოს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებს. „მოლაპარაკებები სამართლიანი და თანასწორი თუ იქნება, ირანი მზად არის, ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა აბას არაღჩიმ. ამასთან, აბას არაღჩის თქმით, ჯერჯერობით თეირანსა და ვაშინგტონს შორის რაიმე სახის შეხვედრა ჩანიშნული არ არის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ გეგმავს ირანთან დალაპარაკებას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ირანისგან, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის გარდა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვასაც მოითხოვს, თეირანი კი ამის წინააღმდეგია. აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე ომისთვის. ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონფტრონტაციის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართული არიან თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)