|
2026-01-30 17:02:35, 629 ნახვა
პოლიტიკა
კრემლი: პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სთხოვა, უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს, რათა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. „პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, თავი შეიკავოს კიევზე თავდასხმისგან ერთი კვირის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მოლაპარაკებებისთვის. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. კითხვაზე, დათანხმდა თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის წინადადებას, პესკოვმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა“. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ქალაქებს არ დაბომბავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)