04:26 - 25 Jul, 2026
|
2026-01-29 19:39:17, 734 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინული მედია: უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინაში 1 000 ცხედარი დაბრუნდა, რომლებიც რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის დამცველებს ეკუთვნით“, - აცხადებს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი. შტაბის ცნობით, შესაბამისი ორგანოები ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზას ჩაატარებენ. რუსული მხარე აცხადებს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ მოსკოვს 38 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)