|
2026-01-29 19:38:14, 711 ნახვა
პოლიტიკა
საფარი ითხოვს, დავით მატიაშვილსა და სხვა მანდატურებს ბრალი წარედგინოთ ძალადობის მუხლით
ორგანიზაცია “საფარი” მოითხოვს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილისა და რამდენიმე სხვა მანდატურის მიმართ. ორგანიზაცია იცავს 11 ადამიანის ინტერესებს, რომლებიც მანდატურების მხრიდან ძალადობის შემთხვევების შესახებ საუბრობენ. 11-დან 8 ქალია. “საფარის” მოთხოვნაა, მათ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, ძალადობაში მხილებულ მანდატურებს კი ბრალი წარუდგინონ. დღეს, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურაში უკვე თვეებია მიმდინარეობს.
ორგანიზაციის განცხადებაში, მონაწილეთა იდენტიფიცირების გარეშე, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც პროკურატურაში საჩივარია შეტანილი.
გარდა ამისა, “საფარი” მოუწოდებს სახალხო დამცველის აპარატს, “განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე, შეისწავლოს აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)