|
2026-01-29 12:46:58, 754 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ადამიანის უფლებებს და პრესის თავისუფლებას
კაია კალასი ევროსკოპის შეკითხვაზე ოცნების ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს წამოჭრიან. " ველი რომ მინისტრები წამოჭრიან ამ საკითხს, როგორც ამას ვაკეთებდით ადრეც, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ უფლებებს. პრესის თავისუფლებაც მათ შორისაა. ასე რომ ნამდვილად გადავდგამთ ნაბიჯებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ამას აკეთებს." - აცხადებს კალასი. გუშინ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. მათ შორის, გაამკაცრა გრანტების შესახებ კანონი და წესდებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლებლობის შეტანაც დააანონსა. მათივე ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)