|
2026-01-26 12:21:56, 934 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჰელსინკის კომისიის სხდომაზე - ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას
ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მოსმენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მომხსენებლები ლორა თორნტონი და ჯო უილსონი არიან. მისი თქმით, მიზანი სწორედ ხელის შეშლაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის. „დადებით მიზნებს რომ არ ემსახურება ეს თავისთავად ფაქტია. ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში. ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე ვფიქრობ, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)