|
2026-01-24 11:43:12, 11929 ნახვა
რეგიონი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა წინ წამოსწიოს ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გასული წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის. „ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, გავაფორმებთ ბრწყინვალე შეთანხმებას სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ, დავდებთ კონტრაქტებს ჩვენი ნახევარგამტარების მსხვილი მწარმოებლებისთვის, ასევე მივყიდით აზერბაიჯანს აშშ-ში წარმოებულ თავდაცვის საშუალებებს, როგორიცაა ჯავშანჟილეტები, კატარღები და სხვა...“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)