|
2026-01-24 10:45:08, 1040 ნახვა
პოლიტიკა
ავთანდილ თალაკვაძემ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, რესტორნის ჯებირის მშენებლობისთვის 150 000 ლარი გურიის სტიქიის ფონდიდან ჩაურიცხა
ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ილია კეჭაყმაძეს რესტორნის ჯებირის მშენებლობისთვის 150 000 ლარი გურიის სტიქიის ფონდიდან ჩაურიცხა - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მისი ძმის, არჩილ თალაკვაძის მითითებით, ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ილია კეჭაყმაძეს რესტორნის სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოუყო. გამოცემა წერს, რომ მშენებლობა გურიაში შარშან მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, თუმცა მაშინ რესტორანი არ ფუნქციონირებდა და ძველი შენობა ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მოგვიანებით შეისყიდა. ადგილობრივი გამოცემის წყაროს ცნობით, ჯებირს, რომლის აღდგენაც ოზურგეთის ბიუჯეტს 150 ათასი ლარი დაუჯდა, სტიქიის კვალი არ ეტყობოდა და ის რესტორნის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე თავად დაშალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)