|
2026-01-23 12:11:52, 14027 ნახვა
Lifestyle
ტელესერიალ „Heated Rivalry“ მსახიობები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩირაღდნის მატარებლები იქნებიან
ორგანიზაციული კომიტეტის ცნობით, ჰადსონ უილიამსი და კონორ სტორი, დრამის მთავარი გმირები, რომლებიც მეტოქე ჰოკეისტებზე შეყვარებულები არიან, მილანისა და კორტინას ოლიმპიადაზე ჩირაღდნის მატარებლებს შორის იქნებიან. ორგანიზატორების თქმით, კანადური სერიალი „მძიმე მეტოქეობა“ ( „Heated Rivalry“)წარმოუდგენლად პოპულარულია ყველა ქვეყანაში, სადაც ის გადის. იტალიაში მისი ყურება 1 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი HBO Max-ზე, ერთ-ერთ პლატფორმაზე, რომელიც ოფიციალურად გადასცემს ოლიმპიურ თამაშებს. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ზუსტი ეტაპი, რომელშიც მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, ჯერ კიდევ უცნობია. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია (და შესაბამისად, ჩირაღდნის ესტაფეტის დასკვნითი ეტაპი) 6 თებერვალს მილანის სან სიროს საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება. შეჯიბრი 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის რეგიონებში, ვენეტოსა და ლომბარდიაში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)