12:52 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-22 15:50:52, 1178 ნახვა

ეკონომიკა
2025 - განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით, 2025 წელს, თიბისის მობილბანკმა აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.

მობილბანკის განახლებით, მომხმარებლისთვის ყოველდღიურობა კიდევ უფრო გამარტივდა. განახლებული ფონტი და ფერები, გამარტივებული ფორმები და ერთ სისტემაში მოქცეული დიზაინი - ამ ყველაფერმა, მობილბანკი მეტად მოქნილი გახადა. მობილბანკის საშუალებით, თიბისის მომხმარებელი 30 წამში, მხოლოდ სელფის გადაღებით გახდები.

განახლდა მთავარი გვერდი. ასევე, გადარიცხვების, გადახდების, შეთავაზებების, განაწილების, სამომხმარებლო სესხისა და ანაბრების გვერდები.

დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, როგორებიცაა საერთო ხარჯები, სასურველი კურსის მოთხოვნა, სმარტ პორტფელი, საკრედიტო ბარათის მობილბანკიდან შეკვეთა, ბარათის პინის შეცვლა, მეგობრების მოწვევა.

მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა მშობლებისთვის - გაჩნდა ბავშვის სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მოსწავლის ბარათის შეკვეთა და ბავშვის ფინანსების მართვა.

2025 წელი კი, დეკემბრის მარათონით დასრულდა, რომელშიც 400 000 ადამიანი იყო ჩართული და 1000-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა.

თიბისის განახლებული მობილბანკი აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს.

გამოგვყევით მობილბანკში 2026 წელს - თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რადგან უპირველესი მიზანი, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics