|
2026-01-22 12:21:54, 1312 ნახვა
ეკონომიკა
კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მაღალი ფასები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, „ტელეიმედის" ეთერში ComCom-ის ბოლო 10 წლის საქმიანობა შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სატელეკომუნიკაციო სექტორის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ტელეკომ ბაზარზე კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება, თუმცა მთავარი სატელეკომუნიკაციო სერვისებზე არსებული მაღალი ფასებია. კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია ბოლო წლებია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს: „კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კომისიამ კომპანია „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე რიგი ვალდებულებები დააკისრა." - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ. კახა ბექაურის თქმით, რეგულაციები მიღებულია, თუმცა გამოწვევები რჩევა, კომისია დაითვლის ფასს, რომლის მიხედვითაც მცირე ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურა გამოიყენონ, რაც საბოლოოდ ხარისხზე და მომხმარებლებზე აისახება. ComCom-ის თავმჯდომარემ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, კომისიამ „მაგთიკომს" ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების ვალდებულებები განუსაზღვრა. მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს დაშვების მსურველი კომპანიებისთვის სამართლიან პირობებს ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს მთავარ მიზანთან - გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით, საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა და შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი და მოიზიდოს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები როგორიებიცაა გუგლი, ამაზონი, მეტა, მაიკროსოფტი და სხვები."- განაცხადა კახა ბექაურმა.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)