|
2026-01-21 19:09:43, 1457 ნახვა
სამართალი
დავაჯარიმებ აუცილებლად – სიუჟეტის გამო, ხაინდრავა TV ფორმულას უჩივის
ქართული ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ტელეკომპანია ფორმულას მასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო უჩივლებს. ამის შესახებ ხაინდრავამ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საუბარია 17 იანვარს "შაბათის ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა". ხაინდრავა ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ "დააბრალო ქართველ კაცს, რომ ფულის სანაცვლოდ 2 000 პაკისტანელი და ინდოელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში 4 მილიონი აიღო, უნდა იყო კეზერაშვილი ან თარგამაძე". მისივე თქმით, ფორმულას დაჯარიმებას მოითხოვს, ასევე შექმნის ფონდს "მედია ფაშიზმის" წინააღმდეგ. "მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებაზე, სიცრუეზე, გარდა ამისა, ჩამოვაყალიბებთ ფონდს, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედია ტერორისგან და მედია ფაშიზმისგან. [...] ამ დღეებში დაიწყებს ეს ფონდი საქმიანობას. [...] ფორმულას დავაჯარიმებ მე აუცილებლად, თუ საქართველოს სასამართლოში ვერ ვიპოვე სამართალი, საერთაშორისო სასამართლოში ვიპოვი სამართალს. არის პრეცედენტული საქმეები, მაგალითად, ტრამპი BBC-ს წინააღმდეგ, რომელიც საფუძვლად დაედება, დაედო კიდეც ჩემს ამ [სარჩელს]. მე მათ გადავახდევინებ [თანხას] და მთელი ეს ფული შევა ამ ფონდში". - განაცხადა ხაინდრავამ. ცნობისთვის, ფორმულამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ "შაბათის ფორმულას" წამყვანმა, დავით ქაშიაშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. მუქარის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და შსს-ს ჩართვისკენ მოიწოდა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)