|
2026-01-21 11:31:49, 895 ნახვა
პოლიტიკა
დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე
მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე - განაცხადა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. "საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან დემოკრატიული უკუსვლის, ოპოზიციონერთა დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე." - განაცხადა დაუდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)