|
2026-01-19 11:29:48, 1057 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე რუსთავის 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 23 იანვარს დატოვებს
გიორგი ვაშაძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 23 იანვარს დატოვებს გიორგი ვაშაძე 24 ივნისს დააკავეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს და დააპატიმრეს: ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით. პროცესები 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ ვადამ 2 თვით გადაიწია. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე [ბუტა რობაქიძის] 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო წელიწადნახევარი მიუსაჯეს ნიკა მელიას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)