10:58 - 26 Jul, 2026
|
2026-01-19 10:54:01, 702 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენი: ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებს მტკიცედ და ძლიერად შევხვდებით
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გრენლანდიის საკითხზე NATO-ს გენერალურ მდივანთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერებთან, ასევე, გერმანიის კანცლერთან ისაუბრა. საუბრის შემდეგ მან X-ზე დაწერა, რომ ყოველთვის დაიცავენ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. "მტკიცედ ვდგავართ ერთად გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესასრულებლად. ყოველთვის დავიცავთ სტრატეგიულ ეკონომიკურს და უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენი ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ ამ გამოწვევებს მტკიცედ და ძლიერად შევხვდებით", - დაწერა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)