|
2026-01-17 14:14:02, 838 ნახვა
პოლიტიკა
CIA-ის დირექტორი ვენესუელაში დროებით პრეზიდენტს შეხვდა
16 იანვარს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ვენესუელაში ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. აშშ-ს ოფიციალური პირი Reuter-ს უყვება, რომ რეტკლიფი როდრიგესს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით შეხვდა, "რათა გადაეცა გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებს გაუმჯობესებული სამუშაო ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს". წყაროს თქმით, მხარეებმა განიხილეს სადაზვერვო თანამშრომლობა, ეკონომიკური სტაბილურობა და აუცილებლობა, რომ ვენესუელა აღარ ყოფილიყო "ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი, განსაკუთრებით ნარკოტრეფიკერებისთვის“. წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რეტკლიფისა და როდრიგესის ორსაათიანი შეხვედრა აშშ-სა და ვენესუელას შორის ნდობის ჩამოყალიბებაზე იყო კონცენტრირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)