10:56 - 26 Jul, 2026
|
2026-01-17 12:52:42, 832 ნახვა
პოლიტიკა
HRANA: ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3 090 ადამიანის, მათ შორის 2 885 დემონსტრანტის, დაღუპვა დაადასტურა. გამოცემა Reuters-მა თეირანის რამდენიმე მაცხოვრებელთან დაკავშირება მოახერხა. მათი თქმით, დედაქალაქში სიტუაცია ბოლო ოთხი დღის განმავლობაში შედარებით მშვიდი იყო - ქალაქის თავზე დრონები დაფრინავდნენ, თუმცა 15 და 16 იანვარს მასშტაბური პროტესტის ნიშნები არ შეინიშნებოდა. გამოცემა ასევე დაუკავშირდა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელმაც განაცხადა, რომ ქუჩები იქაც მშვიდად გამოიყურებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)