|
2026-01-15 13:26:44, 1209 ნახვა
სამართალი
ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დაიწყო გამოძიება - სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა. საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. "გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას. სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება - სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ." - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიება, სავარაუდოდ, ეხება 13 იანვარს ტელეკომპანია ფორმულას მიერ გადაცემა ნამდვილ ამბავში გავრცელეებულ ინფორმაციას, რომ 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, სადაც მოცემული იყო ქართული ოცნების გაზპრომთან გარიგების დეტალები, რომელიც 10 წელია საიდუმლოა. ინფორმაცია საიტიდან 13 იანვარს, გადაცემის ანონსის გამოსვლის შემდეგ გაქრა, ფორმულას კი უწყებაში უთხრეს, რომ ის არც გამოქვეყნებულა. 13 იანვარს რუსულმა სამთავრობო ენერგეტიკულმა კომპანია გაზპრომმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდეს.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)