|
2026-01-14 23:06:05, 1063 ნახვა
პოლიტიკა
Sky News: კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან დიდ ბრიტანეთს სამხედრო პერსონალი გაჰყავს
Sky News-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს. ეს გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანის რეჟიმი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაგეგმილ სიკვდილით დასჯებს განახორციელებენ - "ძალიან მკაცრ ზომებს" მიიღებენ. Sky News-თან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ აკეთებენ კომენტარს ბაზირებისა და განლაგების დეტალებზე, უსაფრთხოების გამო. "გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იღებს პრევენციულ ზომებს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად", - თქვა თავდაცვის წარმომადგენელმა. უცნობია, კატარის ბაზიდან დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს სრულად გამოიყვანს თუ არა. სამშაბათს დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად ირანის რეჟიმმა თქვა, რომ შურს იძიებს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, თუ აშშ თავდასხმას განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)