|
2026-01-14 14:56:46, 713 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან „თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები“ განიხილა
"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. მონაწილეებმა განიხილეს „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დადებითი დინამიკა“. „მხარეებმა განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების არსებული შესაძლებლობები. ხაზი გაესვა Eagle Hills-ის ისტორიული 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მნიშვნელობას საქართველოში, ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტიციებით განხორციელებული თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლს და სხვა მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში“, - იტყობინება ადმინისტრაცია. „პროექტი შექმნის 24 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს მშენებლობის ფაზაში, ხოლო დასრულების შემდეგ 8 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს“. კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, პროექტს უშუალოდ ქართული სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებას. პროექტის პირდაპირი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 11 მილიარდ ლარს შეადგენს“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)