|
2026-01-09 16:09:15, 619 ნახვა
მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადა ისევ გადაიდო
მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ 3 თვით, 31 მარტამე გადაიდო. ინფორმაცია და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ ბადა ქონსტრაქშენს შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული ზედა ვესტიბიულის კვლევა-პროექტირების სამუშაოები, რაც აჭიანურებს რეაბილიტაციის დასრულების პროცესს. მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. თავდაპირველად, კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ატარებს, რეაბილიტაციის დასასრულებლად 18-თვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ, ის კვლავ 18 თვით გაახანგრძლივეს. ამჟამად, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება კვლავ გახანგრძლივდა. მეტროსადგურში ჩასატარებელი სამუშაოები სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნის და ესკალატორების გვირაბის, აზბესტის ჭერის დემონტაჟს, ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების ბალუსტრადების განახლებას, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემის განახლებას, ბაქნის იატაკის შეცვლასა და სადგურის სამეურნეო ოთახების კეთილმოწყობას. 2025 წლის ივნისში მეტროსადგური 45 დღის განმავლობაში დაკეტილიც იყო. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურში სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)