05:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 15:32:10, 373 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე: EPP-ის პრეზიდენტის განცხადებაზე: ჩამოვიდეს და უარყოს, ან დაადასტუროს ეს განცხადება

„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა არაადეკვატური და პოლიტიზირებული განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ განუცხადა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენს ქვეყანაში და მის გარეთ, რომ ნუ გახდებიან ინსტრუმენტი შიდაპოლიტიკური ბრძოლების. იმ ბატონს, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, საკმაოდ მაღალი თანამდებობა აქვს  „სახალხო პარტიის“ იერარქიაში. მას ვთხოვ და მოვუწოდებ, გაერკვეს, რა ხდება საქართველოში“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პარტიის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში და  გააკეთებს განმარტებებს.

„მან განცხადება ფრანგულად გააკეთა, შემდეგ ითარგმნა ინგლისურად და ქართულად. შესაძლოა, რამე შეცდომასთან გვქონდეს საქმე. ჩამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს ეს განცხადება“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის  ჯოზეფ დაულის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში ჯოზეფ დაული ამბობს, რომ "საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics