08:53 - 24 Jul, 2026
|
2026-01-08 16:15:33, 912 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის სანაპიროსთან რუსულ ტანკერზე დრონით იერიში განხორციელდა
თურქეთის სანაპიროსთან რუსულ ტანკერზე დრონით იერიში განხორციელდა. გამოცემა Оrtadogu წერს, რომ საუბარია ELBUS- ზე რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერია და პალაუს დროშით რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში მიცურავდა. იერიშის შედეგად, ტანკერის ზედა ნაწილი დაზიანდა და ამჟამად ბუქსირის დახმარებით ინებოლუს პორტში გადაჰყავთ. ტანკერი ევროკავშირის სანქციების სიაშია. გუშინ აშშ-მ დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1, აშშ-ის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობა იტყობინება. „გემი ჩრდილო ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ბრძანების შესაბამისად დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)