|
2016-03-28 15:12:55, 928 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებითა და შიდა აუდიტორთა ინიციატივით გამართული ღონისძიება 26 მარტს, შიდა აუდიტორთა დღეს მიეძღვნა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თარიღი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას უკავშირდება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით ნორიო-მარტყოფი-სართიჭალის ზეგანზე იფნის, ჰიბრიდული თუთისა და ალვის ხის 500 ნერგი დაირგო. გამწვანების აქციის მონაწილეებმა ეროვნული საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლი გააშენეს. აქციაში სხვადასხვა სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)