|
2026-01-05 10:33:39, 598 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი: ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს
ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს. ბლოკი ყველა აქტორს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და უზრუნველყონ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული. „ევროკავშირი იხსენებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ნიკოლას მადურო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ სარგებლობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციით და რომ ბლოკი მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას ვენესუელას ხელმძღვანელობით, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი აცხადებს, რომ ბლოკი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით. „ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა ჩართულ მხარესთან, რაც გამოიწვევს კრიზისის მოლაპარაკებით, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელსაც ვენესუელელები ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას მხარს უჭერს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო - ყველა, უნგრეთის გარდა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)