13:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 16:48:06, 8568 ნახვა

საზოგადოება
Energo-Pro Georgia: დასავლეთ საქართველოში ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება 60 000-მდე აბონენტს

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინილია

"იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში არსებული 265 000 აბონენტიდან, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს. სამეგრელოში არსებული 142 000 აბონენტიდან კი 20 000 მდე აბონენტს.

საერთო ჯამში, სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტიების დაახლოებით 5 %-ს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გართულებული გადაადგილების მიუხედავად, კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოპერატიული ტექნიკური ბრიგადები გადანაწილებულები არიან დაზიანებების ადგილებზე, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასაველთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება" - წერს კომპანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics