|
2025-12-25 21:17:47, 11128 ნახვა
სამართალი
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია
თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. სუს-ის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს. გამოძიება ამბობს, რომ მის „ბრალეულობას“ კვლავ არ გამორიცხავს. დაკავება უკავშირდება 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა „კონსტიტუციური წყობილების დამხობის“ მცდელობად მიიჩნევს. გამოძიების თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)