17:11 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 17:36:17, 10702 ნახვა

სამართალი
ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომები 2026 წლამდე გადაიდო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული 5 მოქალაქის პროცესი გაიმართა.

აქციის მონაწილეებს რეჟიმი ედავება 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას, რაც გულისხმობს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობას, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია.

განაჩენი არცერთ საქმეზე არ გამოცხადებულა, მათი განხილვა 2026 წლის იანვარში გაგრძელდება.

  • ანი ახმეტელი - შემდეგი სხდომა 9 იანვარი - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
  • ელენე ჯღარკავა - შემდეგი სხდომა 12 იანვარი, 12:00 საათი - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;
  • გიორგი ბულია - შემდეგი სხდომა 12 იანვარი, 12:30 - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;
  • ნორა ცინცაძე - შემდეგი სხდომა 12 იანვარი, 14:00 - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;
  • მარინა ჟვანია - შემდეგი სხდომა 12 იანვარი, 15:00 - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა.

ამავე საქმეზე აქციის სხვა მონაწილეებს სასამართლო სხდომები ჩანიშნული აქვთ ხვალ, 26 დეკემბერს.

ქართული ოცნების მიერ 10 დეკემბერს მიღებული კანონის მიხედვით, რეჟიმს შეეძლება, აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ. დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics