23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 10:00:53, 9075 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი ირწმუნება, რომ საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას

საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას და თანაზიარია იმ პოლიტიკის რა პოლიტიკისაც აწარმოებს მთავრობა, - განაცხადა ივანიშვილის მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში სამთავრობო პროპაგანდისტულ „იმედი Live".

როგორც მან  აღნიშნა, იმაში, რომ საქართველო დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლი საპატრიარქოს და სასულიერო პირებს მიუძღვით.

„სერბეთის პატრიარქმა ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოს მიმართ. თავად დამათვალიერებინა წმინდა საბას ტაძარი და ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენი პატრიარქის მიმართ. მე არ მახსოვს ასეთი სიყვარულის გამოხატვა სხვა ერების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერს დიდი პატივს ვცემ. ჩვენ ეკლესიას რატომ სცემენ დიდ პატივს, რომ ძალიან მყარად დადგა - ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ამ სიყვარულით, ამ ურთიერთობებით აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთიან საქართველოში. ამისი ძალიან დიდი რწმენა მაქვს", - განაცხადა ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics