17:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-23 23:41:09, 15535 ნახვა

სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა - იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

"ბრალდებულის სახით დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასაც ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა ინფორმაციას ვერ მოაგწოდებთ.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"წარდგენილ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშვედ არ ცნობს, ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიცია, დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. რადგან მის მიმართ პირდაპირ დევნა იქნა დაწყებული, ვისარგებლეთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, რომ ელემენტარულად გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს და შემდგომ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ ზუსტი ჩვენება, რასაც პროკურატურა ედავება მას.

ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მოხდა მხოლოდ ბრალდების წარდგენა. სისხლის სამართლის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, მერე გვექნება ჩვენი მოსაზრება. ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე." - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი დღეს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა
საია: გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics