|
2025-12-15 14:53:48, 16182 ნახვა
სამართალი
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ლიბერთი, ლოიალობის განვითარების მიმართულებით, აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილ პარტნიორ კომპანიებთან ერთად სოციალური, მასშტაბური პროგრამების განხორციელებას. ამჯერად, ლიბერთიმ ლოიალობის მიმართულებით ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია დაიმეგობრა და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, გორგიას ყველა ფილიალში, შერჩეულ პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ლიბერთის და გორგიას ერთობლივი, სპეციალური სოციალური ინიციატივის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, გორგიას ნებისმიერ ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შერჩეულ პროდუქციაზე 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელისთვის, გორგიაში 30%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა, ლიბერთის სოციალური ბარათით მხოლოდ ლიბერთის პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებიმთელი წლის განმავლობაში, გორგიას მიერ დაანონსებული სეზონური აქციებით და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებითაც ისარგებლებენ. ლიბერთი, ლოიალობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სოციალური პროექტების გაფართოვებაზე მუდმივად ზრუნავს და ახალი პარტნიორების დამატებით, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანს ხდის შეთავაზებებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის. გორგიას შესახებ: ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. გორგია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს. ლიბერთის შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)