16:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 13:35:26, 5409 ნახვა

პოლიტიკა
ფსიქოლოგთა პროფკავშირი: ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები მაღალი რისკის მატარებელია

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზის შექმნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია განსაკუთრებით მგრძნობიარე მონაცემთა კატეგორიას წარმოადგენს და მათი შენახვა ან გავრცელება უფლებების დარღვევის რისკს ზრდის და ასევე ქმნის საფრთხეს მისი სტიგმატიზაციის.

"ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი!

ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომელშიც ეს ინფორმაცია მოიყრის თავს, უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია. ასეთი სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქალაქეების კონტროლისთვის, დისკრიმინაციისთვის, დასაქმების, განათლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვისთვის.

მონაცემთა ბაზაში მოხვედრის თანმდევი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ადამიანმა შეიძლება უარი თქვას დახმარების ძიებაზე, რაც გაამწვავებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას.

მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვინც ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კონფიდენციალურობის, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს!" - წერს ფსიქოლოგთა პროფკავშირი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics