|
2025-12-11 18:18:42, 3548 ნახვა
პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივანი: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, უკვე საფრთხეში ვართ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბერლინში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მომდევნო სამიზნეა. სწორედ ამიტომ, ის ამბობს, რომ NATO-მ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა, რათა ომი მის დაწყებამდე შეაჩეროს. მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ NATO-ს შეუძლია და აუცილებლად გასცემს ძლიერ პასუხს. "დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია NATO და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვართ", - თქვა მარკ რუტემ. მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე და თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება მჭიდროდა არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოებასთან. "უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ჩექმის ქვეშაა, პუტინის ძალები ზეწოლას ახდნენ NATO-ს უფრო გრძელ საზღვრებზე, რაც საგრძნობლად ზრდის ჩვენზე შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეს. ეს ნამდვილად საჭიროებს გიგანტურ ცვლილებებს შეკავებისა და თავდაცვის სისტემაში. NATO-ს მოუწევს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე, ხოლო მოკავშირეებს მოუწევთ, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაზარდონ სამხედრო ხარჯები. [...] ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ხისტად გავცემთ პასუხს", - თქვა მარკ რუტემ.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)