19:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 11:02:38, 1214 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი - აღმაშფოთებელია, რომ "ოცნების" რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში OC Media-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს.

უილსონი წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს. 

აღმაშფოთებელია, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ ამერიკაში დანიშნული ელჩის ქმარი როგორც ჩანს ეხმარება რუსეთს თავი აარიდოს სანქციებს, რომელთა მიზანია პუტინის ომის მანქანისთვის ზიანის მიყენება. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. მოუთმენლად ველი ამ ამბის გაგრძელებას," - წერს უილსონი. 

OC Media წერს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის თამარ ტალიაშვილის ქმარი დავით კუხალაშვილი მოსკოვში მოქმედი იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.

OC Media ამ ინფორმაციას კორპორატიულ დოკუმენტებსა და არქივის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დავით კუხალაშვილის კომპანია ეხმარებოდა სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბიზნესებს - კერძოდ, იურიდიულ დახმარებას უწევდა ისეთ კლიენტებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და ევროპის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. 

რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით კუხალაშვილმა იურიდიული კომპანია DTK Partners მოსკოვში 2014 წელს დააფუძვნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics