05:31 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 10:24:29, 1127 ნახვა

პოლიტიკა
ALDE პაპუაშვილს- არც ალეკო ელისაშვილის ქმედებას ვამართლებთ და არც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას

"არც ალეკო ელისაშვილის ქმედებას ვამართლებთ და არც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას" - ასე უპასუხა ევროპის პარტიათა მსხვილმა გაერთიანებამ , ALDE - მ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

"რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ არასოდეს გავამართლებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას ან ქიმიური იარაღის გამოყენებას" -  წერს ALDE პლატფორმა X-ზე

ევროპული პარტიების გაერთიანება შალვა პაპუაშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც პაპუაშვილი ALDE-ს მიმართავს: "ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ, ALDE მხრიდან რეაქცია არ არის, ფაქტად ვიღებთ, რომ ALDE ტერორისტთან მოთანამშრომლე გაერთიანებაა". - წერდა პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics