|
2025-12-09 14:42:21, 10033 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა
თბილისში, ორდღიანი ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა და მასში მონაწილეობა 55-მდე ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა და 3000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო. ღონისძიება ,,გაყიდვების ასოციაციის’’ ორგანიზებით და თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა. ბიზნესგამოფენის მიზანს მონაწილე კომპანიებისთვის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა, საკუთარი პროდუქცია პოტენციური მომხმარებლებისთვის გაეცნოთ, შეხვედროდნენ სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაეყარათ ერთობლივი თანამშრომლობისთვის. ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია, სადაც სპეციალურად მოწვეულმა, სხვადასხვა კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა, ასევე პანელური დისკუსიის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესის თემატიკაზე საინტერესო ინფორმაცია და სიახლეები გაუზიარეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ღირებულების შექმნის და ხარისხის მართვის ასოცირებულმა პარტნიორმა, ია კალმახელიძემაც მიიღო. სპეციალურად ბიზნესგამოფენისთვის, ადგილზე მოეწყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, კომპანიებმა მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშეს სპეციალური პრიზებიც. ბიზნესგამოფენა თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)