|
2016-03-26 12:13:02, 1132 ნახვა
მსოფლიო
იემენში აფეთქებების შედეგად, 26 ადამიანი გარდაიცვალა
იემენის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ადენში 3 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, არის ათობით დაშავებული, მათ შორის ბავშვები და ქალები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე აიღო. დაჯგუფებამ იემენში მოქმედება სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ არაერთი თავდასხმა განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქება დანაღმული სასწრაფო მანქანით განხორციელდა, რომელიც სამხედრო პოსტზე შევიდა. აღნიშნულ აფეთქებას 14 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ 2 აფეთქება სხვა სამხედრო პოსტებზე განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, აღნიშნულ 2 აფეთქებას კიდევ 12 ადამიანი შეეწირა, თუმცა უცნობია არიან თუ არა მათ შორის ჯარისკაცები. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი სამოქალაქო პირია. ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფო" იემენში სამთავრობო ძალებისა და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)