21:36 - 21 Jul, 2026
|
2025-12-06 09:43:18, 44002 ნახვა
სპორტი
ვაშინგტონში 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის მატჩით გაიხსნება, რომელიც 11 ივნისს მეხიკოში, „ესტადიო აცტეკას“ სტადიონზე გაიმართება. იმავე გუნდებმა ასევე გახსნეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში, რომელიც იოჰანესბურგში 1-1 დასრულდა. წილისყრის შედეგად განისაზღვრა 12 ჯგუფი, თითოეულში ოთხი გუნდისგან შემდგარი. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ჯგუფში ალჟირთან, ავსტრიასთან და იორდანიასთან ერთად მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში გაიმართება. ისტორიაში პირველად, ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 48 გუნდიდან ორმოცდაორი დღეს გამოცხადდა, დანარჩენი ექვსი ქვეყნის ვინაობა კი მარტის ბოლოს გაირკვევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)