|
2025-12-04 14:51:58, 2823 ნახვა
საზოგადოება
თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
როცა საკუთარი თავის და მიზნის გჯერა, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმით - მთავარია გჯეროდეს, ვგულშემატკივრობთ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ თავიანთი მიზნის დაიჯერონ და მომდევნო ნაბიჯები რწმენის რეალობად ქცევას მიუძღვნან. განახლებული საკომუნიკაციო პლატფორმით, თიბისი ილია თოფურიას თანამგზავრი გახდა და ამ კოლაბორაციის დახმარებით, საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება და იმ რწმენის გაძლიერება სურს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ როცა გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელია. UFC-ს დაუმარცხებელ ჩემპიონთან ერთად შექმნილი პირველი კომუნიკაციაც ამ საკითხს ეხმიანება და გვაჩვენებს, რომ ერთი შეხედვით ძალიან ძლიერ ადამიანებსაც კი, ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა სწორედ საკუთარ თავთან აქვთ მოსაგები. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, ჯიუტად გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების; თუნდაც, ისეთ რამეს ეჭიდებოდე, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ილიასა და თიბისის უმთავრესი ღირებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ამ ერთიანი ხედვისა და პრინციპების გათვალისწინებით, ეს კოლაბორაციაც რეალურ ღირებულებას ქმნის. საკუთარი თავის რწმენა, ძლიერი, დამოუკიდებელი ნაბიჯებით მუდამ წინსვლა და გამარჯვება არის ის, რაც თიბისისა და ილიას დამეგობრებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მანამდე კი, ჯიუტად, მთავარია გჯეროდეს!
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)