18:04 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 12:11:49, 1776 ნახვა

საზოგადოება
SOLO-სთან პარტნიორობით, ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა „ცვალებადი ლანდშაფტები“ იხსნება

SOLO კულტურული ინიციატივების და ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს ინიციატივითა და პარტნიორობით, ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა „ცვალებადი ლანდშაფტები“ იხსნება.

გამოფენა 6 დეკემბრიდან 31 იანვრამდე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის შესახებ:

„ცვალებადი ლანდშაფტები“ მაღალმთიანი აჭარის მომთაბარეთა ცხოვრების ერთგვარი ვიზუალური კვლევაა, სადაც ადგილობრივი ოჯახები დღემდე აგრძელებენ მთასა და ბარს შორის სეზონურ მიგრაციას. პასტორალური მომთაბარეობის ტრადიციამ, რომელიც აქ უკვე საუკუნეებია არსებობს, დიდი გავლენა მოახდინა ამ თემის ცხოვრების რიტმისა და გარემოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ამ კუთხეს, მომთაბარეობის წესი რეგიონის კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად რჩება.

უკვე ათ წელზე მეტია, ნათელა გრიგალაშვილი მუდმივად მოგზაურობს ამ მხარეში, აკვირდება და აღბეჭდავს ადგილობრივთა ყოველდღიურობას, ტრადიციებსა და გარემოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მისი ფოტოები ახლო და ინტიმური პერსპექტივიდან გვიამბობს იმ ყოფით ფრაგმენტებზე, რომლებიც ამგვარი ცხოვრების წესს ქმნის და სირთულეებზე, რაც მას ახლავს.

ეს სერია მოგვითხრობს იმ ცოცხალი ტრადიციის შესახებ, რომელიც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გავლენით, მუდმივად იცვლება და ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ იმ ადათ-წესებზე, რომლებსაც გაქრობა ემუქრება, არამედ ადამიანებზე, რომლებიც მყიფე თანადროულობის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებენ წინაპართა მიერ შექმნილ კოლექტიურ მეხსიერებასა და კულტურულ იდენტობას.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics