|
2025-12-04 00:38:26, 2060 ნახვა
პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია: მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, გადაამოწმოს BBC-ის ცნობები, დაასანქციროს პასუხისმგებელი პირები
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლები - სენატორი როჯერ უიკერი, ჯო უილსონი, შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების შსს 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა. ისინი შემაშფოთებელს უწოდებენ ამ ცნობებს და აშშ-ის მთავრობასა და დემოკრატ მოკავშირეებს მოუწოდებენ, გადაამოწმონ ინფორმაცია და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. განცხადებაში ასევე მოწოდებაა კონგრესმენებისადმი, მხარი დაუჭირონ MEGOBARI Act-ს, რათა - "სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცეს დამატებითი ბერკეტები, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის". "ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი დასკვნები, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებში დამწვრობები და ხანგრძლივი ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვია და ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების დარღვევას, რისი დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი სანქციები ქართულ ოცნებას აყენებს ერთ გაერთიანებაში რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერს იშურებენ. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI Act, ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს დამატებით ბერკეტებს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)