|
2025-12-02 23:50:38, 19906 ნახვა
კომენტარი
ყაველაშვილი: უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს მოქალაქეების მიმართ
უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი. „რა თქმა უნდა ეს გამოძიების საგანია და ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. რამდენნი იყვნენ ამ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, როგორ ამუნათებდნენ საკუთარ ქვეყანას, თითქოს აქ რაღაც შავი ხვრელები იყო, რომ ჩვენი საშუალებით რაღაც მიეწოდებოდა ჩრდილოელ მეზობელს და ა.შ. შემდეგ ევროკავშირის, ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ჩამოსული იყვნენ, ეს ყველაფერი უარყვეს და პირიქით, შეაქეს საქართველოს სახელმწიფო, რომ ძალიან გამჭვირვალედ მუშაობდა ამ პროცესში. ეს ადამიანები საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებენ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ტელევიზიებით. აუცილებელია, რომ ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომ არ ჰქონდეთ უფლება, დეზინფორმაციით იმოქმედონ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოება მოარული ხმებით. ეს ხომ ვიცით რატომ ხდება - ვერ დაამტკიცეს, რომ ჩვენ რაიმე სახით ვართ დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან, ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ დაამტკიცეს, რომ რაიმე სახით ჩვენ რაღაცა შავი ხვრელები გვაქვს და ასე შემდეგ. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გათვითცნობიერებულია ამ ყველაფერში, მაგრამ სახელმწიფო თავის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და გასცეს პასუხი ყველა ამდაგვარ მოვლენას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)