|
2025-12-02 16:26:59, 1962 ნახვა
საზოგადოება
კომპანია სავანელმა გორში ხეხილის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „სავანელმა“ გორში ვაშლისა და მსხლის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 30 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორში, 110 ჰექტარ ტერიტორიაზე ვაშლის და მსხლის ბაღები გაშენდა. ამჟამად, კომპანიას 2,000 ტონა ვაშლი მოჰყავს, შემდეგ წლებში კი ვაშლისა და მსხლის მოსავალი ეტაპობრივად 6,000 დან 7,000 ტონამდე გაიზრდება. „სავანელის ჯგუფი 21 კომპანიას აერთიანებს. ჯგუფი მიზნად ისახავს გორში ვაშლისა და მსხლის ბაღების გაშენებას. 2020 წელს სოფელ ძევერაში 25 ჰექტარზე ვაშლის ინტენსიური ბაღების სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. 2023 და 2024 წლებში კი სოფელ ტინის ხიდში, ძევერასა და კარალეთში 45 ჰექტარზე 180,000 ვაშლის,ხოლო 40 ჰექტარზე 200,000 ცალი მსხლის იტალიური ჯიშის ნერგები გავაშენეთ. ჩვენი ხილი საზღვარგარეთ ექსპორტზე გადის, სამომავლოდ კი უფრო დიდი რაოდენობით ვაპირებთ გატანას. ამჟამად კომპანიის მფლობელობაშია 5 შემნახველი მაცივარი. ამ ეტაპზე სოფელ მარანაში დამატებით 43 ჰექტარი ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენების პროცესი მიმდინარეობს. ასევე ვაპირებთ მაცივრების, ვაშლისა და მსხლის ყუთების, წვენისა და კონცენტრატის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას. მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკთან უკვე ორ წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს - არაერთი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად და მჯერა, რომ სამომავლოდაც ბევრ საინტერესო და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტს დავგეგმავთ და წარმატებით შევასრულებთ.“ - განაცხადა შპს სავანელის დამფუძნებელმა, ვლადიმერ სავანელმა. „საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესების განვითარება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მსგავსი მასშტაბური პროექტები განხორციელდეს და რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და ინდუსტრიას მნიშვნელოვნად განავითარებს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)