|
2025-12-02 00:28:45, 1874 ნახვა
პოლიტიკა
მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი - ქიმიური თავდასხმა თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?
მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ბროუდერის თქმით, "საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?" ამის შესახებ ბროუდერი X-ზე წერს. "საქართველოს ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ეფექტები ზემოქმედების შემდეგ კვირების განმავლობაში გრძელდება. ეს უზნეობის ახალი დონეა. საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?" - წერს ბროუდერი. გასულ წელს, თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა „კამიტი“, ქიმიური საბრძოლო ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროინდელია, BBC-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად. კამიტი საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები მწირია; ითვლება, რომ ის თანდათანობით გაუქმდა 1930-იან წლებში მისი გრძელვადიანი ეფექტების შესახებ შეშფოთების გამო. მის ნაცვლად გამოიყენეს CS გაზი, რომელსაც ჩვეულებრივ „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)