|
2025-12-01 21:37:42, 1488 ნახვა
პოლიტიკა
გომელაურის თქმით, BBC-ის მიერ ნახსენები ნივთიერება წინა მთავრობის დროს შეიძინეს და გამოიყენეს
"ოცნების" შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს. „ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, - აცხადებს გომელაური. შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იარაღების ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა დეპარტამენტში ლაშა შერგელაშვილმა BBC-ს განუცხადა, რომ "ოცნების" პოლიციის მიერ დარბევისას გამოყენებული ნივთიერება იგივე იყო, რომლის ტესტირებაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოყენებისთვის სთხოვეს. მისი თქმით, ტესტირების დროს გამოყენებული ნივთიერების ეფექტი არ ქრებოდა - "როდესაც წყლით დავიბანეთ სახე შემდეგ კი, წინასწარ მომზადებული სოდითა და სპეციალური ხსნარით, მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად" - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლის მანქანები, სულ მცირე, 2022 წლამდე, სანამ ის სამსახურს დატოვებდა, ამ ნაერთით იტვირთებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)