|
2025-12-01 15:46:12, 1051 ნახვა
კირცხალია BBC-ზე: ღირსეული პასუხი გვექნება ყველა ინსტანციაში
გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის სრულიად ლოგიკური, რადგან რაც BBC-ის მხრიდან ვნახეთ და მოვისმინეთ, გასცდა ყველანაირ ზღვარს. რა შეიძლება დავარქვათ? ძალიან მარაზმში არიან გადასული. გასაკვირი არ არის, როდესაც იმ მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC. მათი სახე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გამოჩნდა. ასევე, ნიშანდობლივია თეთრ სახლში რომ დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ BBC-ც არის. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რომელსაც შეეწირა, დირექტორი თუ ახალი ამბების ხელმძღვანელი. ამ ყველაფრის შემდეგ რას ვხედავთ? სრულიად მარაზმს, აბსურდს ვისზე დაყრდნობით? ჩახუნაშვილი და ა.შ. მათი რიგითი აგენტურები, პატარა „აგენტუკები", რომლებიც ჩადიოდნენ და ქვეყნის საწინააღმდეგო დასმენას ახდნენ. შედარებით მძიმე წონიანი აგენტურული წარმომადგენლებიც ვნახეთ - ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა - ამაზე დაყრდნობით BBC -ს, ყოფილი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედიის, მხრიდან ვისმენთ ასეთ დეზინფორმაციას. სასაცილოა, მაგრამ რეალურად, სასაცილო არ არის, რადგან ამ მარაზმის ქვეშ არის მთელი მსოფლიო. როცა ასეთი მედიასაშუალებებისგან ვისმენთ ასეთ ინფორმაციას და ვისმენთ ასეთ უსტანდარტო სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?”- განაცხადა კირცხალიამ.
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)