|
2025-12-01 15:03:38, 1542 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ვიზიტით ინდოეთში მიდის
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ქართული ოცნების პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)